2018 წელს გორში 1588 ბავშვი დაიბადა

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სამშობიარო სახლების მონაცემებით,  2018 წელს დაბადებული 1588 ახალშობილია რეგისტრირებული.

აქედან, გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში წელს 1040, ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის კლინიკაში კი 513 ბავშვი დაიბადა.

გორში სულ აღნიშნული ორი სამშობიარო სახლი მუშაობს, რომელთა გასული წლის მონაცემები წლევანდელისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. კონკრეტულად კი "იავნანას" 2017 წელს უფრო მეტი, 1060 ახალშობილი ჰყავდა, ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკას კი- 548. 

სამშობიარო სახლებში ამბობენ, რომ ახალ წლამდე წელს დაბადებულთა რიცხვი შესაძლოა 10-ით ან მეტით გაიზარდოს. თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, გორში დაბადებულთა რაოდენობა შემცირებულია.

Read 922 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი