10 წლის ბიჭუნას გორის ჰოსპიტალის თანამშრომლებმა ნატვრა აუსრულეს

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში მცხოვრებ 10 წლის ზურა გაბოძეს უმასპინძლა.  ზურა ბე­ბი­ას­თან და ორ ძმას­თან ერ­თადმძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. ზურა ოცნებობს, რომ სამხედრო ექიმი გახდეს. 

"მე მინ­და გა­მო­ვი­დე ექი­მი და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ექი­მი ვიყო... ჩვენ ჯა­რის­კა­ცებს ჩვენ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ. მინ­და ხალ­ხს ვუ­თხრა, მო­ვიდ­ნენ, გა­მიც­ნონ და მე­მე­გობ­რონ, მერე რა რომ ღა­რი­ბი ვარ", - ამბობს ზურა.

ჰოსპიტალის თანამშრომლებმა ზუ­რას სა­ე­ქი­მო ხა­ლა­თი მო­არ­გეს და ჰოს­პი­ტა­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს. სტა­ცი­ო­ნა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზურა ჯა­რის­კა­ცე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს და­ეს­წრო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. 10 წლის ბიჭუნამ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, ნაძ­ვის ხეს­თან, მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პლან­შე­ტიც აღ­მო­ა­ჩი­ნა.

Read 2662 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი