Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 17:41

გორის მერი: არ დარჩენილა თანამშრომელი, სისხლი რომ არ გაეღოს

Rate this item
(0 votes)

არ დარჩენილა თანამშრომელი, სისხლი რომ არ ჩაებარებინოს, -  ამის შესახებ გორის მერმა ერისთავის თეატრში შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა.

მისი თქმით, დონაციის და დასუფთავების აქციებში მერიის თანამშრომლები სისტემატიურად მონაწილეობდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქციები. არ დარჩენილა მერიაში თანამშრომელი, სისხლი რომ არ ჩაებარებინოს. დასუფთავების აქციებში ყოველთვის ვმონაწილეობთ", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

გორის მერი დღეს საზოგადოებას 2018 წლის მუშაობის ანგარიშს აბარებს.

ამავე თემაზე: გორის მერის წლიური ანგარიშის წარდგენა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო

Read 963 times Last modified on ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 17:46