Back to Top
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 18:05

გორის მერი: "გირჩი" ძალიან გვიშლის ხელს

Rate this item
(0 votes)

გორის მერის თქმით, "პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" ხელისუფლებას ხელს უშლის. 

კონტანტინე თავზარაშვილის თქმით, ხელის შეშლა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მუშაობის შედეგებს ეტყობა. როგორც მერმა თქვა, "გირჩის" წინააღმდეგობის მიუხედავად, აღნიშნულმა სამსახურმა გეგმა მაინც გადაჭარბებით შეასრულა.

"ძალიან გვიშლის ხელს ეს "გირჩია", თუ რაღაც. კარგად.მუშაობს სამხედრო სამსახური, მაგრამ მათი ხელშეშლა თვალშისაცემია. გეგმა, რომელიც 116 ჭაბუკის გაწვევას ითვალისწინებდა, გადაჭარბებით შევასრულეთ", - განაცხადა გორის მერმა.

ამავე თემაზე: გახდეს სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი - ონლაინ პეტიცია მთავრობის სახელზე

დღეს კონსტანტინე თავაზარაშვილი ერისთავის თეატრში 2018 წელს აჯამებს და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-წლიანი მუშაობის შედეგებს აცნობს.

Read 1268 times Last modified on ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 19:09