Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 18:28

გორის მერია პატარა გაბარიტების მქონე დასუფთავების მანქანების შეძენას გეგმავს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია პატარა გაბარიტების მქონე დასუფთავების მანქანების შეძენას გეგმავს.  

კონტანტინე თავზარაშვილის თქმით, ახალი ტრანსპორტის შეძენა იმ სოფლებისთვისაა საჭირო, სადაც დასუფთავების ამჟამინდელი მანქანები ვერ მუშაობენ.

"დასუფთავების მანქანები ყველგან არ ეტევა, პატარა გაბარიტების მქონე მანქანებს შევიძენთ. კეთილმოწყობის სამსახური ნარჩენების გატანას 75 სოფლიდან ახორციელებს. 25 სოფელში დავდგით ურნები. ნაგავი გაგვაქვს 75 სოფლიდან. ყველა სოფლის უბანში ვერ შედის ეს დიდი მანქანები, ამიტომ დავგეგმეთ შევიძინოთ პატარა გაბარიტების მქონე მანქანები", - განაცხადა გორის მერმა. 

დღეს კონსტანტინე თავაზარაშვილი 2018 წელს აჯამებს და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-წლიანი მუშაობის შედეგებს აცნობს.

ამავე თემაზე: გორის მერის წლიური ანგარიშის წარდგენა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო

ამავე თემაზე: გორის მერი: არ დარჩენილა თანამშრომელი, სისხლი რომ არ გაეღოს

Read 1046 times