საახალწლო ღონისძიებები გორში ხვალიდან დაიწყება

დეკემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საახალწლო ღონისძიებები გორში 29 დეკემბრიდან დაიწყება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 29 - 30 დეკემბერს ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე საახალწლო ბაზრობა გაიმართება. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი, რომლის შეძენის საშუალებაც მოსახლეობას 12:00 - დან 20:00 საათამდე ექნება.

ამავე თემაზე: საახალწლო ბაზრობა გორში მომავალ შაბათ-კვირას მოეწყობა

მთავარი ღონისძიება ახალი წლის ღამეს, ქალაქის ცენტარლურ მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები და სოლო შემსრულებლები.

ამავე თემაზე: გორში კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება - საახალწლო პროგრამა ცნობილია

გორის მერიის თანადაფინასებით, გასართობი ცენტრი “რიო“ უდედმამო ბავშვებს მასპინძლობს.

ღონისძიებები გაგრძელდება ახალი წლის პირველ კვირაშიც. 3-დან 7 იანვრის ჩათვლით, კულტურის ცენტრში (მშვიდობის გამზირი №12.ა) საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, გორის მერია 2 500 ბავშვს ეპატიჟება. პატარებს შორის იქნებიან სოციალურად დაუცველი, დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. ბავშვები აღნიშნული ღონისძიების მოსაწვევით, კომბინატში მოწყობილი გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ.

ამავე თემაზე: 2 500 ბავშვი გორის მერიისგან საახალწლო საჩუქარს მიიღებს

Read 1874 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი