გორის მერიისგან 28 თემი 100-100 ათას ლარს მიიღებს

დეკემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 28 ტერიტორიული ერთეული 100-100 ათას ლარს მიიღებს.

2019 წლისთვის გორის მერიამ სამოქალქო ბიუჯეტისათვის 2 მლნ 710 ათასი ლარი გამოჰყო. პროექტის მიხედვით, 28 ადმინისტრაციული ერთეული დაფინანსდება და თითოეული დაახლოებით 100 ათას ლარს მიიღებს.

მომავალი წლის სამოქალქო ბიუჯეტის დაფინანსება თითქმის 10 - ჯერ არის გაზრდილი. 2018 წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 13 პროექტი 274 ათასი ლარით დააფინანსა. 

გორის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ეს პროგრამა მხოლოდ ქალაქზე ვრცელდებოდა.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 33 ადმინისტრაციული ერთეული და დაიყო 28 ადმინისტრაციულ ზონად.

Read 1230 times Last modified on Last modified on დეკემბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი