Back to Top
პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 11:47

პროექტები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში 2019 წელს უნდა განხორციელდეს - ჩამონათვალი

Rate this item
(0 votes)

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 14 პროექტი განხორციელდება. 


2019 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხა ასეთია:

  1. სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
  2. სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სოფელ დიცი-ქორდი-არბო-მერეთის გზის რეაბილიტაცია;
  3. სოფელ ტირძნისი-თერგვისი-ბუჟღულაანთუბნის გზის რეაბილიტაცია;
  4. სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
  5. სოფელ ზეღდულეთის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
  6. ქ. გორში სუხიშვილის ქუჩის პარალელური გზის (სუხიშვილის ქ.N18-24 კორპუსების წინ გამავალი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისსამსახურამდე მისასვლელი გზა) რეაბილიტაცია;
  7. სოფელ არაშენდაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; 
  8. ქ. გორში, ბარნოვის ქუჩის (გურამიშვილის ქუჩიდან რომელაშვილების ქუჩამდე) რეაბილიტაცია; 
  9. ქ. გორში, გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია; 
  10. ქ. გორში, კახნიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია; 
  11. კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია; 
  12. ქ. გორში კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა;
  13. ქ. გორში ელექტროფიკაციის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა.

მაღალმთიანი დასახლებებში განსახორციელებელი პროექტები:

  1. სოფელ ერგნეთში სპორტული კომპლექსის-დახურული საჭიდაო დარბაზის; ღია ხელოვნურ საფარიანი ფეხბურთის მოედნის; კალათბურთის მოედნის და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

წარმოდგენილ პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დააფინანსებს. 

Read 1219 times