Back to Top
პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 12:56

სასწრაფო: გორში ნაპოვნ ცხედართან სისხლიანი ტაბურეტი ვნახეთ

Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

საწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მთავარი ექიმის ინფორმაციით, მისმა ბრიგადამ ადგილზე სისხლიანი ცხედარი და სისხლიანი ტაბურეტი ნახა.

"ჩვენს ბრიგადას ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ერთი შეხედვით, რაც დააფიქსირეს, არის ის, რომ ცხედარი სისხლიანი იყო და იქვე იდგა სისხლიანი ტაბურეტი", - გვითხრა თემურ თანიაშვილმა.

ამავე თემაზე: გორში, სტალინის ქუჩაზე ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს

ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ფაქზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა იმ კორპუსში მოხდა, სადაც ორი დღის წინ ბინა გაქურდეს.

ამავე თემაზე: გორში, სტალინის ქუჩაზე ბინა გაქურდეს - მოპარულია ფოტოაპარატი

Read 1252 times Last modified on პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 13:01