ვინ არის გორში გარდაცვლილი ქალი - კომენტარი სამსახურიდან

დეკემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გარდაცვლილი ლილი დათუნაშვილი ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის სამშობიარო სახლის თანამშრომელია. ის გახსნის დღიდან კლინიკის ლაბორატორიაში მუშაობდა.

"გუშინ საღამოს 4 საათზე წავიდა და დღეს 9 საათზე უნდა ყოფილიყო ადგილზე. 11 საათზე რომ არ გამოჩნდა, ჩვენ დავურეკეთ მის ქალიშვილს, რომელიც როგორც ვიცით, თბილისში ცხოვრობს და შემდეგ მან დაიწყო მიზეზების გარკვევა, თუ რატომ არ მოვიდა დედამისი სამსახურში. ჩვენ დილით რამდენჯერმე დავურეკეთ და არ გვიპასუხა", - გვითხრა კლინიკის ექიმმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილს წნევები აწუხებდა, რის გამოც იფიქრეს, რომ შეუძლოდ ყოფნის გამო აცდენდა სამსახურს.

ამავე თემაზე: სასწრაფო: გორში ნაპოვნ ცხედართან სისხლიანი ტაბურეტი ვნახეთ

ამავე თემაზე: გორში, სტალინის ქუჩაზე ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს

 

Read 3454 times Last modified on Last modified on დეკემბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი