ჯოხიანი კანფეტი, მინი-კექსი, დონატი - რას დაურიგებს გორის მერია 2 500 ბავშვს

დეკემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 500 ბავშვს წინასაახალწლოდ ტკბილეულის კალათას გადასცემს. 

საჩუქრების შესაძენად ტენდერი გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ გამოაცხადა. თითი სასაჩუქრე პაკეტში სააგენტომ 5,70 ლარი გადაიხადა.

“სასაჩუქრე კალათაში იქნება ძირითადად ტკბილეული. შოკოლადი, ორცხობილა და პატარა სათამაშო. ტენდერი იყო გამოცხდებული და თითო სასაჩუქრე პაკეტი 5,70 ლარი დაჯდა,“ - გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ქვათაძემ. 

ტკბილეულის კალათაში იქნება:

ნამცხვარი
შოკოლადის ბატონი 
ხრაშუნა ნამცხვარი
მინი კექსი 
დონატი 
ჯოხიანი კამფეტი 
გოჭის მინი რბილი სათამაშო 

სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად 14 225 ლარი დაიხარჯა. 

ტკბილეულის კალათას 2 500 ბავშვი იმ ბილეთით მიიღებს, რომლებიც გორის მერიამ დაბეჭდა. ბილეთების დარიგებას ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურად დაუცველი, დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებისთვის გეგმავს. 

როგორც მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა გვითხრა, ბილეთების მიღების თაობაზე ოჯახებს შეუძლიათ მერის წარმომადგენლებს ან/და საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატებს მიმართონ. 

ამ ბილეთით პატარები კომბინატის დასახლებაში მოწყობილი ატრაქციონებითაც უფასოდ ისარგებლებენ. 

Read 378 times Last modified on Last modified on დეკემბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი