გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა წახალისებაზე 180 000 ლარამდე დაიხარჯება
გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში თანამშრომელთა წახალისებისთვის 180 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დალი ტლაშაძის თქმით, საახალწლო დანამატი სულ 273 თანამშრომელზე გადანაწილდა, აქედან 20 საკრებულოს აპარატში მუშაობს, 253 კი მერიაშია დასაქმებული.
“თანამშრომელთა წახალისებისთვის სახელფასო ფონდიდან გვქონდა გამოყოფილი თანხა, ეს არ ეხება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს, წინასაახალწლო წახალისებისთვის სულ 180 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული“, - გვითხრა დალი ტლაშაძემ.
გორის მერიაში და საკრებულოში წახალისების მიზნით თანამშრომლები ხელფასის 70%-ს მიიღებენ .
ამავე თემაზე: გორის საკრებულოში 23 თანამშრომლიდან საახალწლო დანამატს 20 მიიღებს
ამავე თემაზე: გორის მერიაში 288 თანამშრომლიდან საახალწლო დანამატს 253 მიიღებს