გორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცეს

დეკემბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ, ანიმატორებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

ზღაპრის გმირებმა პატარების განწყობაზე იზრუნეს, თოვლის პაპამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

"ამ ბავშვების სიხარული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიხარია, რომ დღევანდელი დღის გალამაზება შევძელით და ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ. მერია ყოველთვის ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. მინდა ყველას მივულოცო შობა - ახალი წელი და ბევრი, ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე ვუსურვო“, - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 656 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი