100 ლარიანი ენერგოვაუჩერების საკითხს გორის მერია განიხილავს

თებერვალი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გორის მერიაში წერილობითი ინიციატივა შეიტანა, რომლის მიხედვითაც , მმართველი გუნდისგან ბუნებრივი აირის დავალიანების მქონე აბონენტებისთვის ერთჯერადად 100 ლარიანი ვაუჩერის გამოყოფას მოითხოვს. პარტიაში ფიქრობენ, რომ გორის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში დახმარება განსაკუთრებით სჭირდება, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას“ ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვით მოქალაქეებისთვის სასარგებლ;ო ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


ოპონენტების ინიციატივას, მმართველი გუნდიც ეხმაურება. გორის საკრებულოს წევრები- ,,ქართული ოცნებიდან“, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ბექა ქორჩილავას განცხადებას პოპულისტურს უწოდებენ. როგორც ისინი ამბობენ იმ შემთხვევაში თუ მერიიდან, საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი საკითხი შევა, მას კენჭს უყრიან.

ინიციატივა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მას შემდეგ გააჟღერა, რაც გორი გაზის წარმომადგენლებმა, ქალაქში ბუნებრივი აირის ჩაჭრა დაიწყეს. პარტიაში იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ წინადადებაზე რეაგირებას მოახდენს.

 

Read 1231 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი