Back to Top
პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 20:03

გარდაცვლილი ქალის ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, სადაც დღეს დილით 70-წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. 

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ისინიც გამოკითხეს, რომლებსაც მათ ხელთ არსებული ინფორმაციამიაწოდეს ლილი დათუნაშილის შესახებ. შსს-ს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დღეს ძაღლიც მიიყვანეს თუმცა ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.  გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, სტალინის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლილი დათუნაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი თავის არეში ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა, გვამთან კი სისხლიანი ტაბურეტი ეგდო. 

Read 1261 times