გორის პოლიციამ მკვლელობა გახსნა - დაკავებული მოკლულის მდგმურია

დეკემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო მოზაიკას ინფორმაციით, გორის პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნეს. 

დაკავებული ქალია, რომელიც იმავე კორპუსში გარდაცვლილის სხვა სახლში მდგმურად იდგა. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაახლოებით დილის 3 საათზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვმიტანილის ფაქტს ჯერჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ამავე თემაზე: გორში 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს - სრული ინფორმაცი

70 წლის ლილი დათაშვილი სტალინის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გუშინ დილით მოკლეს. ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ შსს -ომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Read 6715 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი