გორში ფეიბოქსი გატეხეს - მოპარულია 20 000 ლარამდე თანხა

დეკემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე, მაღაზია "ნიკორასთან" მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მოპარულია 20 000 ლარამდე თანხა.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს და სათვალთვალო ვიდეო - კამერების ჩანაწერები ამოიღეს. 

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Read 1747 times Last modified on Last modified on დეკემბერი 30 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი