მაკრახიძე: საახალწლო სუფრა დაახლოებით 300 ლარი მიჯდება

დეკემბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდება.

მისი განმარტებით, ეს არის ოჯახის ტრადიცია, რომ შვილები და შვილიშვილები ამ დღესასწაულს ერთად შეხვდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ საახალწლო სუფრაზე ინდაური და გოზინაყი აუცილებლად უნდა იყოს, რაც მის ოჯახში 31 დეკემბერს ყოველწლიურად მზადდება. პარლამენტარის განმარტებით, ფასები პროდუქტებზე წელს არ შეცვლილა და საახალწლო სუფრა მას დაახლოებით 300 ლარი უჯდება.

"თითქმის იგივეა ფასებია პროდუქტებზე, რაც წინა წელს იყო. დაახლოებით 300 ლარში ყველა იმ აუცილებელი ატრიბუტის ყიდვაა შესაძლებელი, რაც საახალწლო სუფრას უნდა ამშვენებდეს. არ არის აუცილებელი გოჭის ყიდვა, ინდაური და გოზინაყი აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვს. ყველა ერთად ჩემთან ვიკრიბებით და ასე ერთად ვხვდებით ახალი წლის შემობრძანებას", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

Read 1264 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი