Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 11:24

გორში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით, 38 წლის ქალი გარდაიცვალა

Rate this item
(0 votes)

სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მცხოვრები 38 წლის ქალი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი, გრიპის სიმპტომებით, კატასტროფის ცენტრმა ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტალში ის ვერ მიიღეს და შემდეგ უკვე "გორმედში" გადაიყვანეს.

გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. 

Read 1291 times