გორის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს თვის ბოლოს მომატებულ ხელფასს ჰპირდებიან

იანვარი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მუშაობას 8 იანვრიდან განაახლებენ.

მიმდინარე თვის ბოლოს კი პედაგოგები და აღმზრდელის თანაშემწეები მომატებულ ხელფასს აიღებენ. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" დღეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ლია კოვზიაშვილის განმარტებით, მათი ხელფასები მიმდინარე თვიდან 300-400 ლარით განისაზღვრება. ზოგიერთ საბავშვო ბაღში კი აღსაზრდელების რაოდენობიდან გამომდინარე, დირექტორს ანაზღაურება შეუმცირდა.

"ერთნაირად არ არის მატება. ეს დამოკიდებულია ჯგუფების რაოდენობაზე. ყველაზე მეტი ჯგუფი სადაც იქნება, იმ ბაღის დირექტორს მეტი ექნება ხელფასი, ნაკლებჯგუფიან ბაღებში კი შედარებით დაბალი იქნება ხელმძღვანელის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ დირექტორს წელს შემცირებული ექნება ხელფასი, განსხვავებით ძიძებისა და აღმზრდელებისგან. თუ აქამდე მათი ხელფასი 250-დან 360 ლარამდე მერყეობდა, ახლაა ყველა ძიძას ექნება 300 ლარი, ხოლო აღმზრდელის ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარით განისაზღვრება და მომატებულ ხელფასს იანვრიდანვე მიღებენ", - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.

Read 2431 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი