გორის მერიის თანამშრომლები: ზურა ჯალაღანიამ თანამდებობა დატოვა

იანვარი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ზურა ჯალაღანია სამსახურში დღეს არ გამოცხადებულა.

თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ მერთან გამართულ თათბირზე მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი 10 დღიან შვებულებაში იმყოფება. თავად ზურა ჯალაღანია "მოზაიკას" ზარებს არ პასუხობს და განმარტებებს ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მერი აკეთებს.

"გუშინ შემოვიდა ჩემთან და შვებულებაში გაშვება მთხოვა. 16 იანვრამდე ის იმყოფება შვებულებაში. თუ თავისი სურვილი იქნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას. თუ უკეთეს სამსახურს ნახავს, ეს თავის გადასაწყვეტია რას იზამს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია ჯალაღანიას გათავისუფლების შესახებ, არასწორია, რადგან შვებულება დაწერა კაცმა. მამის ორმოცი აქვს 14-ში და ალბათ, ამისთვის დასჭირდა ეს დრო", - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 1513 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი