გორის მაჟორიტარ დეპუტატს დაგროვებითი პენსია არ სურს

იანვარი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კანონს, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და პენსიის დაგროვებას გულისხმობს, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

ამის შესახებ იოსებ მაკრახიძემ რადიო"მოზაიკასთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად შესული კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ, მოსაწონი არ აღმოჩნდა და საკითხის განხილვისას უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.

კანონის მიხედვით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.

"73 წლის კაცი ვარ, რაღა პენსია უნდა დავაგროვო. განა რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო. ამიტომ ამ კანონპროექტის განხილვას მხარი არ დავუჭირე. საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდიაო და ვითომ ჩვენთანაც შემოიღეს. მაგრამ არამგონია, გამართლებული იყოს. კანონი დამტკიცებულია. ალბათ ასე იყო საჭირო. 40 წლამდე სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ ნებაყოფლობითი. მე არ მაქვს სურვილი ხელფასიდან კიდევ 2% მეჭრებოდეს. განა რამდენი უნდა დავაგროვო ამ ასაკში. არ მაქვს ამის სურვილი", - აცხდებს იოსებ მაკრახიძე.

Read 663 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი