ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო, გორის მერიამ ძველი ბაზრის ტერიტორია შემოღობა
გორის ძველი აგრარული ბაზრის ტერიტორია გორის მერიამ შემოღობა. კონსტანიტინე თავზარაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო მიიღეს.
“ჩვენ ბაზრის ხელმძღვანელობას მივმართეთ, რომ მოეწესრიგებინათ ეგ ტერიტორია, თუმცა უარი განაცხადეს, რადგან თანხები არ ჰქონდათ, ამიტომ იძულებულები გავხდით, რომ ქალაქის იერსახე რომ აღარ დაემახინჯებინა, შემოგვეღობა. იმედი მაქვს, ამის შემდეგ თავად დაიწყებენ ამ ტერიტორიის მოწსრიგებას და ნანგრევების გატანას. ეს შემოღობვაც თავად უნდა გაეკეთებინა მეპატრონეს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ჯარიმებიც აქვთ დაწერილი, თუმცა არ გადაუხდიათ“, - განაცხადა თავზარაშვილმა.
გორის აგრარული ბაზარი 2014 წელს დაიხურა. ამ გადაწყვეტილებას მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება ამბობდა, რომ ტერიტორია გაყიდული იყო და მეპატრონე ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავდა.