სოფელ ტყვიავში სკვერსა და ქუჩას ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭა

იანვარი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ტყვიავში ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს ნიკო კეცხოველის სახელი ეწოდა.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ლიანა ჩლაჩიძესა და ივანე კორინთელს ეკუთვნით, რომელთა განცხადება საკრებულოში 2018 წლის 29 იანვარს შევიდა. 

"ეს ინიციატივა მიზანშეწონილი აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა უმრავლესობისთვის და მხარი დავუჭირეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დაბადებული ბოტანიკოსის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებლის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭებას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში უსახელო ქუჩისთვის, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ლია ჩლაჩიძის ინფორმაციით, საკითხის განხილვა საკრებულოდან სახელდების კომისიაში გაგრძელდა და სწორედ მათი ნებართვის საფუძველზე მოხდა იდეის განხორციელებაზე თანხმობა.

"ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ სოფელ ტყვიავში იქნება ნიკო კეცხოველის სახელობის ქუჩა და სკვერი, სადაც უამრავი ასწლოვანი ხე ხარობს. მალე ამ ქუჩაზე შესაბამისი აბრებიც გაიკვრება და შეიძლება ითქვას, სოფლის ამ ნაწილს კიდევ უფრო მეტი ისტორიული დატვირთვა ექნება", - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, საკრებულო აბრების საკითხსაც განიხილავს, რის შემდეგაც საჯარო რეესტრს საშუალება ექნება ინიციატივა სისრულეში მოიყვანოს და ტყვიავში ნიკო კეცხოველის ქუჩა უფრო თვალსაჩინო გახადოს.

Read 2161 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი