საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაუქმდა

თებერვალი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა - გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სესიაზე მიიღო. 

ფრაქციის გაუქმებას წინ თეონა მაისურაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვება უძღვოდა. მან ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, 1 თებერვალს მიმართა. დეპუტატის გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს. იმ მიზეზით, რომ ფრაქციის არსებობისთვის საჭირო კვოტა დაირღვა და ორი წევრით ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებდა, მისი გაუქმების საკითხიც დადგა.

ამ ეტაპზე გორის საკრებულოში 4 ფრაქცია დარჩა. ესენია: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება-მრეწველები“, ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები“ და ფრაქცია ,,ევროპული შენება“ - რომლის ალიანსიც ,,შენების მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შექმნეს. 

შეგახსენებთ, რომ თეონა მაისურაძემ მანდატი, უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზეზით, დატოვა. მისი ადგილმონაცვლე კი, პარტიის გადაწყვეტილებით ირმა ამბარდნიშვილი იქნება, - ამის შესახებ განცხადება, საკრებულოში უკვე შესულია და ცნობად, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მიიღებენ.

Read 1439 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი