Back to Top
ორშაბათი, 07 იანვარი 2019 12:30

გორში საზეიმო მსვლელობა "ალილო" დაიწყო

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრიდან საკათედრო ეკლესიის მიმართულებით საზეიმო მსვლელობა მიმდინარეობს.

"ალილოს" სასულიერო პირებთან ერთად მოქალაქეებიც უერთდებიან.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ, ყველა მოქმედ ეკლესიაში ღამისთევით წირვა-ლოცვა აღევლინა.

დღეს, 7 იანვარს კი შობის დღესასწაულს ტრადიციული "ალილო" აგრძელებს. საზეიმო მსვლელობა მოეწყობა 13:00 საათზე საკათედრო ტაძრიდანაც, სადაც "ალილოს" მომლოცველებთან ერთად გორის მერიც იქნება.

ფოტო: qartli.ge

Read 1554 times Last modified on ორშაბათი, 07 იანვარი 2019 15:46