მაღალმთიანი დასახლებები მოსახლეობისგან დაცლილია

იანვარი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის რეგიონის მაღალმთიანი დასახლებები პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისაგან, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ არის, რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. ამის შესახებ ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი 2019-2023 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას მოიცავს, სადაც არსებული ვითარება რეგიონების მიხედვითაა გაწერილი.

"შიდა ქარღთლის მაღალმთიან სოფლებში, ადგილობრივები საკუთარ სახლებს ტოვებენ მძიმე საცხოვრებელი პირობების, ეკონომიკური მდგომარეობის, მოუწყობელი ინფრასტრუქტურისა თუ სხვა პრობლემების გამო. რეგიონის მაღალმთიან დასახლებებში დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი, სხვა რეგიონებთან შედარებით, მცირეა და უტოლდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მაჩვენებლებს. სტიქიური მოვლენებიდან რეგიონის მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელია მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები, წყალდიდობა-წყალმოვარდნა და მდინარის ნაპირების ეროზიული გარეცხვა", - წერია აღნიშნულ დოკუმენტში.

მერიის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი სტატუსის მქონე 52 სოფელია, სადაც სულ დაახლოებით 5000-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული.

Read 411 times Last modified on Last modified on იანვარი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი