გიორგი სოსიაშვილი საქმიანობას მწერლობაში გააგრძელებს

იანვარი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი საქმიანობის გაგრძელებას მწერლობაში აპირებს.

სოსიაშვილი სამომავლო გეგმების შესახებ რადიო “მოზაიკას“ ესაუბრა. 

“უამრავი გეგმა მაქვს. ამჟამად სამ ტომეულზე ვმუშაობ, ასევე გამოსაცემად მაქვს გამზადებული ორნაწილიანი დილოგია. ასე, რომ გეგმა იმდენი მაქვს, რომელ ერთზე შევჩერდე, არ ვიცი. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ვფიქრობ, რომ აკადემიური საბჭო ღირსეულ კანდიდატს აირჩევს. შეფასებას და ჩემი მუშაობის შეჯამებას არჩევნების შემდეგ გავაკეთებ“, -ამბობს გიორგი სოსიაშვილი. 

გორის უნივერსიტეტის ახალ რექტორს აკადემიური საბჭო 15 იანვარს აირჩევს. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის სურვილი ორმა კანდიდატმა, კახა ტოლიაშვილმა და ალექსანდრე მღებრიშვილმა გამოთქვა.

Read 1599 times Last modified on Last modified on იანვარი 07 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი