გორის მერი: ამ ეტაპზე არანაირ საკადრო ცვლილებას არ ვგეგმავ

იანვარი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ დროისთვის მსგავსი საკითხი არ განიხილება.

თავზარაშვილი ვიცე-მერის თანამდებობიდან გადაყენებას და კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის ცვლილებას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ წლის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერია. 

"საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. ვიცე-მერი გელა კაპანაძე, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ქვათაძე ისევ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რაც შეეხება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს, ზურა ჯალაღანიას უკვე მოგახსენეთ, რომ ის 10 დღიან შვებულებაში იმყოფება, რის შემდეგაც ისევ გააგრძელებს მუშაობას, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი თავად არ შეეცვლება", - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

რადიო "მოზაიკას" ზარებს დღეს გიორგი ქვათაძემ არ უპასუხა, ვიცე-მერმა კი აღნიშნა, რომ ინფორმაცია ჩანაცვლების შესახებ მასაც აქვს, თუმცა გადამოწმება არ უცდია. 

"ვთვლი, რომ კარგი ვიცე-მერი ვარ და ვართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილება მეც შემეხოს, თუ ამის საჭიროება იქნება. მერთან ეს ინფორმაცია არ გადამიმოწმებია, რადგან თუ რამე მოსახდენია, მაინც მოხდება და თუ რამე გასარკვევია - გაირკვევა", - აცხადებს გორის ვიცე-მერი, გელა კაპანაძე.

Read 173 times Last modified on Last modified on იანვარი 07 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი