კოვზიაშვილი: საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა აღსაზრდელთა დასწრება 15 იანვრამდე თავისუფალი იქნება", - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა.

ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კონტიგენტის დასწრება დღეის მდგომარეობით შემცირებულია, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ბავშვებს გაცდენები არ ჩაუთვალონ.

"დასწრება არასახარბიელოა განსაკუთრებით სოფლებში, ზოგგან 2 ბავშვი მივიდა დღეს, ზოგგან საერთოდ არ მიიყვანეს აღსაზრდელები, ამის გამო ვფიქრობდით, ხომ არ აჯობებდა არდადეგების გაგრძელება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტები უკვე შეკვეთილი გვქონდა და ქალაქის ბაღებში დასწრების კუთხით შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო, 15 იანვრამდე თავისუფალი დასწრება გამოვაცხადეთ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მშობელს ოჯახში დამტოვებელი არავინ ჰყავს, შეუძლია ატაროს ბავშვი ბაღში, ან მაგალითად მშობელს თუ არ სურს, რომ გავრცელებული ვირუსული დაავადების გამო ბავშვი ბაღში მიიყვანოს, მის შვილს არავინ ამორიცხავს გაცდენისა და სამედიცინო ცნობის წარუდგენლობის გამო", - განმარტა ლია კოვზიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.

Read 1186 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი