ვირუსული ინფექციით "გორმედის" ქსელში 100-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვირუსული ინფექციით და მისი გართულებული ფორმით, ამჟამად, ,,გორმედის“ ქსელში (გორი, ქარელი, ხაშური) 110 სტაციონარულ პაციენტს უტარდება მკურნალობა", - ნათქვამია "გორმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ზამთრის სეზონზე ვირუსული ინფექციების რისკების წინასწარი გათვალისწინებით, მედიკამენტები და სახარჯი მასალები დამარაგებულია და შესაბამისად, ამ დროისთვის, როგორც განყოფილებები, ასევე სააფთიაქო ნაწილიც უზრუნველყოფილია.

"მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, ბოლო დღეების განმავლობაში დინამიკაში დაკვირვებით, ვირუსული ინფექციების გართულების შემთხვევების მატება არ შეინიშნება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Read 756 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი