გორის მერიასა და საკრებულოში 2019 წელს თანამშრომელთა რაოდენობა არ შეიცვლება

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შტატიანი და უშტატო თანამშრომელთა რიცხვის ცვლილება არ იგეგმება. 

მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ მერიაში მიმდინარე წელს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება ანდა გაზრდა გათვალისწინებული არ არის.

“რაოდენობას ვერ მოვამატებთ, იმიტომ, რომ არ გვაქვს მაგის უფლება, შემცირებით შეიძლება შემცრიდეს, თუმცა ამაზე არც გვიმსჯელია და არც საჭიროება დგას. ჯერჯერობით მსგავი გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, -ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

მერიის მსგავსად თანამშრომელთა რაოდენობის ცვილება არც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში იგეგმება. საკრებულოს თავჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, ამ დროისთვის თანამშრომელთა რიცხვის ცვლილება საკრებულოში გათვალისწინებული არ არის.

“შტატიანი თანამშრომელების რაოდენობას ვერ შევამცირებთ, იმიტომ, რომ კანონით დადგენილი ნორმებით არიან სამსახურში აყვანილი. უშტატოებიც კონკურსის წესით დასაქმდნენ და საჭირო კადრები არიან. რაც შეეხება რაოდენობის გაზრდას, არანაირი სურვილი არ მაქვს და არამგონია საჭირო გახდეს“, -განაცხადა დავით რაზმაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ 288 თანამშრომელია, აქედან შტატიანი - 283, 22 თანამშრომელი კი შტატგარეშეა. საკრებულოს აპარატში სულ 23 თანამშრომელია, აქედან 4 უშტატო, 19 - შტატიანი.

Read 481 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი