Back to Top
სამშაბათი, 08 იანვარი 2019 14:42

გორში, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

Rate this item
(0 votes)

სამედიცინო ცენტრ "გორმედში", სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, პაციენტი დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.

"გორმედის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ერთი არის დადასტურებული H1N1 და მეორე არის სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევა. ორივეს ჰქონდათ საკმარისად მძიმე თანმხლები დაავადებები. პირველს - გულის მანკი და იყო დაგვიანებული მომართვიანობა; მეორე კი რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები, თავის ტვინის სიმსივნის გამო. ის პარასკევს მოთავსდა კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში. დაწყებული იქნა თერაპია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა ეს ქალბატონი", - განაცხადა "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა.

Read 1899 times Last modified on სამშაბათი, 08 იანვარი 2019 16:07