კოვზიაშვილი: თუ ეპიდემიაა, ეს ჩვენმა სააგენტომ კი არა სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღების დირექტორებს პასუხობს და ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სახელმწიფოს მოვალეობას ვერ შეასრულებს და კარანტინს ვერ გამოაცხადებს.

ბაღების თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოითხოვენ განმარტებას, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ვირუსის აღსაზრდელებში შესაძლო გავრცელების შემთხვევაში.

"ჩემი მხრიდან პასუხი ასეთია, თუ სახელმწიფო გამოაცხადებს, რომ ეს არის ეპიდემია, თვითონ სახელმწიფო გამოგვიცხადებს, რომ შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი. ამ შემთხვევაში ეპიდემია გამოცხადებული არ არის და შესაბამისად, მე ვერ დავადგენ ეს ეპიდემიაა, ვირუსია, გამწვავებაა თუ რაშია საქმე. ამიტომ გამოვაცხადეთ თავისუფალი დასწრება, თუ კი მშობლებს ჯანმრთელი ბავშვები ჰყავთ და სურვილი აქვთ რომ ატარონ ბაღში, ბაღი იმუშავებს, ვისაც არ ექნება სურვილი და შიში ექნება მდგომარეობის გამწვავების, ეყოლება სახლში და გაცდენები მის ბავშვს არ ჩაეთვლება", - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

Read 730 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი