ენმ: მერის მოადგილეს თანამდებობის დატოვება აიძულეს

თებერვალი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მერის მოადგილის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. პარტიის წევრი რევაზ კახნიაშვილი ამბობს, რომ ალექსი მარიამიძეს პირადი განცხადების დაწერა ,,ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან აიძულეს.


,,ალექსი მარიამიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში სასამართლო სისტემაში მუშაობდა, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით არ წასულა. ჩვენი ინფორმაციით, გარკვეულმა ადამიანმა აიძულეს მიეღო ეს გადაწყვეტილება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და იძულებული გახდა წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა. მართალია, კონსტანტინე თავზარაშვილმა მარიამიძე მოადგილედ, ახლობლობითა და ნაცნობობით დანიშნა, თუმცა როდესაც მმართველმა გუნდმა მას წარსული საქმიანობიდან კონკრეტული ფაქტები ამოუქექა, მარიამიძეს მერიიდან წასვლა უკვე დაჟინებით მოსთხოვეს“, -ამბობს რევაზ კახნიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალექსი მარიამიძემ მერის მოადგილის თანამდებობა გუშინ დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ, მას ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

Read 1395 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი