გუბერნატორი: სამედიცინო ცენტრები სრულად აკონტროლებენ ვირუსების გავრცელების შესაძლო საფრთხეებს

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონის სამედიცინო ცენტრებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და ინფორმაციას უშუალოდ მთავარი ექიმებისგან ეცნობა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, რეგიონში არსებული სამედიცინო ცენტრები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და მზად არიან პაციენტები დამატებით კიდევ მიიღონ.

"ვითარება დამაკმაყოფილებელია. შესაძლო საფრთხეებს სამედიცინო დაწესებულებები სრულად აკონტროლებენ. მთავარია, რომ არსებობს რესურსი სამედიცინო ცენტრებში დამატებით პაციენტების მიღებისა. სხვა რაიმე სახის მედიკამენტოზური ან ტექნიკური თვალსაზრისით შეფერხებას ადგილი არ აქვს. რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებები სრული დატვირთვით მუშაობენ ", -აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი

"გორმედის" ინფორმაციით, დამატებითი ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო ცენტრში მნახველთა დაშვება შეიზღუდა.

Read 305 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი