ექიმი: გარდაცვლილ ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, თუმცა დედამ საავადმყოფოში არ დატოვა

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გავრცელებული ინფორმაციით, ბერბუკში გარდაცვლილი 9 თვის ბავშვი საავადმყოფოდან მშობელმა თვითნებურად წამოიყვანა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9-10 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაახლოებით 10 დღის წინ ფილტვების ანთება და წითელას დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზით, ის სამკურნალოდ თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა დედამ, პირადი ხელწერილის საფუძველზე,  30 დეკემბერს შვილი კლინიკიდან სახლში წამოიყვანა. 31-ში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მას აუწია ტემპერატურამ და გაუხშირდა ხველა. ამის გამო, ოჯახმა ის დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანაში" მიიყვანა, თუმცა ამჯერადაც, დედამ ხელწერილი დაწერა და შვილი სახლში წამოიყვანა.

"დედამ უარი თქვა ბავშვის კლინიკაში დატოვებაზე, იმიტომ, რომ დედა ჰყავდა ცუდად და მას სჭირდება მეთვალყურეობაო, და კიდევ თქვა, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა სახლში. ამიტომ ჩვენ გავუწიეთ შესაბამისი დახმარება 10 თვის ბავშვს, წამლები მივეცით და ტემპერატურა ნორმალიზდა. ამის შემდეგ გავწერეთ და დავიბარეთ ხელახალ კონსულტაციაზე, თუმცა აღარ მოუყვანიათ", - ამბობს "იავნანას" ექიმი-პედიატრი თამილა გოგიაშვილი.

ამავე თემაზე: ბერბუკში 9 თვის ბავშვი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვნეს

9 თვის ბავშვი დღეს ბებიამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახა. იმ დროისთვის, დედა "გორმედის" ინფექციურ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 

ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

Read 2373 times Last modified on Last modified on იანვარი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი