გორში მოკლული 9 წლის გოგონას საქმეში შესაძლოა ახალი გარემოებები გამოიკვეთოს

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროკურატურის მოთხოვნით, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, ი.ნ. -ს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ დამატებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა ურიკაზე - რომლითაც გამოძიების მტკიცებით ი.ნ. - მ ბავშვის ცხედარი მდინარის პირას მიიტანა და ბოთლზე - რომლითაც ხელები დაიბანა.

პროკურატურა სხვა მტკიცებულებების შესწავლას განაგრძობს. გამოძიება დნმ -ის პასუხს ელოდება. 

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა ი.ნ -ს გარდა, გამოძიება სხვა პირების გამოვლენისკენაც მიიმართოს.

ი. ნ. - ს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თებერვალში შედგება. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. 

Read 1558 times Last modified on Last modified on იანვარი 09 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი