მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები გორში - გავრცელებული ინფორმაციები

იანვარი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გელა კაპანაძე, ზურა ჯალაღანია და გია ქვათაძე - ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია იმ საკადრო ცვლილებების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ პირებს შეეხებათ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორთან გამართულ იმ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც ესწრებოდა და რომელზეც 2018 წლის მუშაობის შედეგებს აფასებდნენ.

ტ/კ "თრიალეთის" ცნობით,  გორის მერმა ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოებზე პასუხიმგებლობა მის პირველ მოადგილე გელა კაპანაძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ჯალაღანიას დააკისრა. საქმე ეხება ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს და ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარამდე აუთვისებელ თანხას, რასაც საკადრო ცვლილებებზე საუბარი მოჰყვა.

გავრცელებული ცნობით:

გორის მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. ის მუშაობას კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. ინფორმაციისთვის, ეს თანამდებობა ამ დრომდე გია ქვათაძეს უკავია.

თანამდებობას დატოვებს სივრიცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ჯალაღანიაც.

ამ დროისთვის, გორის მერი გავრცელებულ ინფორმაციებს არ ადასტურებს. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ზურა ჯალაღანია შვებულებაშია გასული. რაც შეეხება გია ქვათაძეს და გელა კაპანაძეს, მერის თქმით, ამ ეტაპზე მათთან დაკავშირებული საკადრო ცვლილებები არ განიხილება.

Read 795 times Last modified on Last modified on იანვარი 09 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი