რატომ გარდაიცვალა 9 თვის ბავშვი? - დედის და ექიმის კომენტარები

იანვარი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ექპერტიზის დასკვნამდე, ვრცელდება ინფორმაცია 9 თვის ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზების შესახებ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში გუშინ, 8 იანვარს, 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბავშვი გარდაცვლილი საკუთარ საწოლში ბებიამ ნახა. იმ დროისთვის ჩვილის დედა "გორმედის" ინფექციურ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხედარი, გაკვეთის მიზნით, ექსპერტზიის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნამდე კი ვრეცლდება ინფორმაცია ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზების შესახებ.

გუშინ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანას" ექიმმა. მისი თქმით, გარდაცვლილს ფილტვების ანთება ჰქონდა,მაგრამ იგი კლინიკაში სამკურნალოდ დედამ არ დატოვა და პირადი ხელწერილის საფუძველზე შვილი სახლში წაიყვანა.

"დედამ უარი თქვა ბავშვის კლინიკაში დატოვებაზე, იმიტომ, რომ დედა ჰყავდა ცუდად და მას სჭირდება მეთვალყურეობაო, და კიდევ თქვა, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა სახლში. ამიტომ ჩვენ გავუწიეთ შესაბამისი დახმარება 10 თვის ბავშვს, წამლები მივეცით და ტემპერატურა ნორმალიზდა. ამის შემდეგ გავწერეთ და დავიბარეთ ხელახალ კონსულტაციაზე, თუმცა აღარ მოუყვანიათ", - ამბობს "იავნანას" ექიმი-პედიატრი თამილა გოგიაშვილი.

მისივე თქმით, ბავშვს დაახლოებით 10 დღის წინ ფილტვების ანთება და წითელას დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზით, ის სამკურნალოდ თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა დედამ, პირადი ხელწერილის საფუძველზე, 30 დეკემბერს შვილი კლინიკიდან სახლში წამოიყვანა. 31-ში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მას აუწია ტემპერატურამ და გაუხშირდა ხველა. ამის გამო, ოჯახმა ის დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანაში" მიიყვანა, თუმცა ამჯერადაც, დედამ ხელწერილი დაწერა და შვილი სახლში წამოიყვანა.

ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ გარდაცვლილის დედამაც ისაუბრა. მისი თქმით, მისი შვილი H1N1 ვირუსით არ გარდაცვლილა. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ბავშვს თავდაპირველად ყვარლის საავადმყოფოში წითელა დაუდგინდა, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს.

„ბავშვი ცუდად რომ გახდა, ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ წითელა ჰქონდა. ამის შემდეგ ფილტვების პრობლემა დაეწყო, უკმარისობა და გადავიყვანეთ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, საიდანაც 30 დეკემბერს გაგვწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თბილისიდან გორში ჩავედი ჩემს სოფელში, იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურა დაეცა, მდგომარეობა დასტაბილურდა, კარგად იყო ბავშვი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, არ ვიცი, თუმცა H1N1 ვირუსს გამოვრიცხავ. ვერავის დავადანაშაულებ, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ გავიგებ. ველოდები, რა დასკვნა იქნება", - აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

გარდაცვლილ ბავშვს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა. ცხედარი გვიან ღამით ყვარლის რაიონში გადაასვენეს.

Read 665 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი