Print this page
ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 12:55

გორის ყოფილი ბაზრის მფლობელებს 6000 ლარიანი ჯარიმა გადასახდელი აქვთ

Rate this item
(0 votes)

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის მფლობელი კომპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს 2 - ჯერ დააჯარიმა.

პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, ხოლო მეორედ 5000 ლარით. 

გორის მერიაში ამბობენ, რომ ყოფილი აგრარული ბაზრის მფლობელი კომპანია "საქართველო - ისრაელის პროექტების მენეჯმენტი" ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და სანქციები ამიტომ გამოიყენეს.

"2018 წელს ორჯერ დავაჯარიმეთ აღნიშნული კომპანია. 1000 ლარით და 5000 ლარით. მაგრამ ჯარიმებს მაინც არ იხდის კომპანია, მას დაყადაღებული აქვს ანგარიშები. იურისტები მუშაობენ, რომ აღსრულების სამსახურს გადაეცეს ეს საქმე", - განაცხადა გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კლიმიაშვილმა.

ამავე თემაზე: ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო, გორის მერიამ ძველი ბაზრის ტერიტორია შემოღობა

Read 1588 times Last modified on ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 19:08