mukilurji640X90

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა - გერბი და დროშა შეიცვლება

თებერვალი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშიც შეცვლა ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა-გაერთიანებამ გამოიწვია, რადგან ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ძალადაკარგულად მიიჩნევა. საკრებულო უფლებამოსილია, ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, აღადგინოს მუნიციპალიტეტის გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ან დაადგინოს ახალი.

იმისათვის, რომ გადაწყდეს, ოთხი წლის წინ მოქმედი სიმბოლიკას დაუბრუნონ იურიდიული ძალა თუ ახალ საუკეთესო პროექტზე კონკურსი გამოაცხადონ, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი 18 წევრით განისაზღვრა. მათ შორის ვერ მოხვდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რადგან წევრობისთვის აუცილებელი პირობაა, ფრაქციის წარმომადგენლობა. მათი ფრაქცია კი, დღეს გაუქმებულად გამოცხადდა.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა დავით რაზმაძე. მისი მოადგილეები არიან ეკატერინე სუხიშვილი - გორის მერიიდან და მამუკა გონგაძე - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელი.

დანარჩენი წევრები, დეპუტატებთან ერთად, ისტორიკოსები და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტები არიან.

Read 1708 times Last modified on Last modified on თებერვალი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი