სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისთვის 2 მლნ 460 ათასი ლარი გამოიყო

იანვარი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2 მლნ 460 ათასი ლარით დაფინანსდება.

ამის შესახებ 2019 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტშია მითითებული. გასული წლის მსგავსად უცვლელია ბიუჯეტის ასიგნებები, რაც შეეხება ხარჯებს, ადმინისტრაციისთვის წელს 30 ათასი ლარის ნაცვლად 45 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით ადმინისტრაციისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2007 წელს შეიქმნა, მისი დაფინანსება კი 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ცვლილება მხოლოდ ერთი წლის წინ განხორციელდა, რომლის მიხედვით, 2017 წლის 22 დეკემბრის განკარგულებით სახელფასო ფონდი 12 ათასი ლარით გაიზარდა.

Read 576 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი