Back to Top
ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 16:08

გორში საშობაო ფესტივალი "გენეთლია 2019" მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

გორში საშობაო ფესტივალი "გენეთლია 2019" დღეს დაიწყო და ხვალ საღამოს დასრულდება.

ფესტივალის გახსნას დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ახალი თაობის განათლებისთვის მსგავსი ღონისძიებების მოწყობა ქალაქში მნიშვნელოვანია.

genetlia 2019 3

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები იყვნენ განათლებულები და ცხოვრობდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს ფესტივალიც. ამ ორი დღის განმავლობაში ბავშვებს ეძლევათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედება, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის კონკურსებსა და სპორტულ აქტივობებში".

საშობაო ფესტივალი "გენეთლია" გორის სასულიერო გიმნაზიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტ, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2006 წლიდან ყოველწლიურად შობის დღესასწაულის შემდეგ ეწყობა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ.

genetlia 2019 1

 

Read 930 times