Print this page

ენმ: დენის ტარიფი გორში მდებარე ბიტკოინების ცენტრს გაუიაფეს, მოქალაქეებს კი გაუძვირეს

იანვარი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ბიტკოინების ცენტრს გორში, რომელიც იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც მთელი გორის მომარაგებას სჭირდება, 11 თეთრად მიეწოდება ელექტროენერგია, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს უძვირებენ ელექტროენერგიას ", - ეს განცხადება საკრებულოს წევრმა ენმ - დან ვასილისა ჯაბახიძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრიდან სარგებელს საკრებულოს თავმჯდომარეც იღებს, სახელმწიფო კი შეღავათს ელექტროენერგიაზე უკეთებს.

"ბიტკოინებს უიაფებენ დენს და მოქალაქეებს უძვირებენ. ამას ემატება ის, რომ ყველა საწარმო დაწესებულება, რომელიც ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის ტარიფი მეტია ვიდრე დაწესებულია. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ახდა ოცნება, რომლებიც ბიტკოინებიდან დამატებით შემოსავალს იღებენ", - აცხადებს ჯაბახიძე.

გორში არსებული კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრი ელექტროენერგიას ესკო - დან (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) იღებს. რადიო "მოზაიკა" ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირდებით მათთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლოში ცდილობდა, თუმცა "მოზაიკას" ზარებს ესკო -დან არ უპასუხეს.

Read 990 times Last modified on Last modified on იანვარი 14 2019