Print this page

გორში პოლიციის მანქანა "სუბარუს" დაეჯახა - პატრულმა "სუბარუს" მძღოლი დააჯარიმა

იანვარი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, შს სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა "შკოდა", რომელსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მართავდა, "სუბარუს" მარკის ავტომობილს დაეჯახა. 

ავარიის შემდეგ მძღოლებს შორის სიტყვიერი კამათი მოხდა. "სუბარუს" მძღოლი მიიჩნევდა, რომ ავარია "შკოდა" -ს მძღოლმა გამოიწვია.

საქმის მოკვლევა საპატრულო პოლიციამ დაიწყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების აზრით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირი "სუბარუს" მძღოლი იყო. 

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 -ე მუხლის მე - 10 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

 

ფოტო შერჩეულია თემატურად

Read 3461 times Last modified on Last modified on იანვარი 11 2019