მერი საკუთარი მოადგილის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება

თებერვალი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ არანაირი კონსულტაციები ალექსანდრე მარიამიძეს მასთან არ ჰქონია. როგორც კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, ყოფილმა მოადგილემ საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე, გუშინ აცნობა. 

მუნიციპალიტეტის მერი ოპოზიციის გამოხმაურებასაც პასუხობს და ამბობს, რომ ალექსანდრე მარიამიძისთვის თანამდებობის დატოვება არავის მოუთხოვია. 

,,ვერ გეტყვით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ალექსი მარიამიძემ. ალბათ გააკეთებს თავად განცხადებას, აქვს თუ არა სადმე სხვა შემოთავაზება. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ცენტრალური ოფისიდან მისი სასამართლო სისტემაში მოღვაწეობის დროინდელი ფაქტების გამო, ზეწოლის შედეგად მიიღო მარიამიძემ ეს გადაწყვეტილება, არის აფსურდი. პირიქით, მე ვიცი, რომ სტრასბურგში ჰქონდა რაღაც საკითხი დაყენებული, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდებოდა და გაიმარჯვა. მე არ ვიცი, შესაძლოა, სხვა რომელიმე თანამდებობაზე დაინიშნოს, თუმცა მის ოპოზიციაში გადასვლას კატეგორიულად გამოვრიცხავ".

Read 2403 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი