Print this page

კონფლიქტის ზონის 11 სოფელში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა

იანვარი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად. - ამ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ფხვენისი, ქორდი, მერეთი, პატარა მეჯვრისხევი, არბო, ქერე, კარბი, ფლავი, ფლავისმანი, დიდი მეჯვრისხევი და ერგნეთი მდებარეობენ კონფლიქტის ხაზის მიმდებარე ზონაში. აღნიშნულ სოფლებში მისვლა შესაძლებელია E60 ავტომაგისტრალიდან S10 გორი - ცხინვალის გზით და ასევე E60 ავტომაგისტრალიდან გორი - მეჯვრისხევის საავტომობილო გზით. ხელშეკრულების თანახმად გორი მუნიციპალიტეტის კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით მოსაწყობია წყალსადენის სისტემები", - წერია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სოფლები გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, უმეტეს სოფლებში მოწყობილია ან ახლა მიმდინარეობს სათავე ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც მოიცავს: ჭაბურღილების, საქლორატოროს, სადაწნეო კოშკების ლითონის ავზით 25 ან 50 მ3 ტევადობით და სანიტარული დაცვის ღობის.

კონტრაქტი მოიცავს ყველა არსებული და მშენებარე ჭაბურღილებიდან გამანაწილებელი ქსელის
მოწყობას ინდივიდუალური შემყვანებით და წყალმზომი კვანძით.

Read 530 times