Back to Top
შაბათი, 12 იანვარი 2019 13:20

გორში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტები და "პეპსი"

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში, მაღაზია გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, მოპარულია სიგარეტის რამდენიმე კოლოფი, "პეპსი" -ს რამდენიმე ბოთლი და სალაროში არსებული 50 ლარამდე თანხა.

ფაქტის მოკვლევა გორის პოლიციამ დაიწყო. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა ადგილიდან თითის ანაბეჭდები აიღეს.

შსს - ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

Read 2181 times