საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად გორიც ემზადება

იანვარი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად ემზადება.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოგვიწოდებს, რომ 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს ყველამ ერთობლივად მივაგოთ ღირსი პატივი - ამ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

"გადმოფინეთ სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართეთ საქართველოს სახელმწიფო დროშა", - წერს გორის მერია სოციალურ ქსელში.

 

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა.

 

"დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა მოჩანდა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს, სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან ერთად დროშამ ადგილი დაიმკვიდრა სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს წარმომადგენლობების შენობებზე, სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო ოთახებში. თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში. მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – აცხადებენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში.

Read 460 times Last modified on Last modified on იანვარი 14 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი